ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ესპანელ რაფაელ ნადალს ხუთ სეტში - 5:7, 6:4, 6:2, 6:7, 7:5 - სძლია და მესამედ მოიგო დიდი მუზარადის ეს ტურნირი, ქალთა შორის კი ბელარუსმა ვიქტორია აზარენკამ იმარჯვა - რუსი მარია შარაპოვა 6:3, 6:0 დაამარცხა.
თუ ქალთა ფინალში ბრძოლა საერთოდ არ ყოფილა - შარაპოვამ მხოლოდ პირველ სეტში გაუწია მეტოქეს წინააღმდეგობა, ვაჟთა ფინალი დასრულებისთანავე ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო გადამწყვეტ დაპირისპირებად შერაცხეს - ანგარიშს რომ თავი დავანებოთ, ჩოგბურთელებმა კორტზე 5 საათი და 53 წუთი გაატარეს, ასე დიდხანს კი ერთეულთა ფინალი არასდროს გაგრძელებულა!
ამ გამარჯვებით ჯოკოვიჩმა რეიტინგში პირველი ადგილი შეინარჩუნა, ვიქტორია აზარენკა კი 21-ე ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ქალთა შორის შეძლო პირველი ადგილის მოპოვება.




