Wikileaks

ჯულიან ასანჟი Russia Today -ის ეთერში გადაცემას წაიყვანს

 სკანდალური საიტის Wikileaks-ის დამაარსებელი ჯულიან ასანჟი ტელეკომპანია Russia Today-ს ეთერში გადაცემას წაიყვანს.ამის შესახებ ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა მარგარიტა სიმონიანმა საკუთარ Twitter -ზე დაწერა. ასანჟი, რომელემაც საკუთარ საიტზე პენტაგონის , სახელმწიფო დეპარტამენტის და აშშ-ს სხვა სახელმწიფო უწყებების საიდუმლო დოკუმენტები გამოაქვეყნა დიდ ბრიტანეთში, ამ ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით იმყოფება.

 Russia Today-ს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტო აფინანსებს. ამ ინგლისურენოვან არხზე ჯულიან ასანჟი გაუძღვება გადაცემების ციკლს სახელწოდებით - The World Tomorrow.

ტელეკომპანიის პრეს-სამსახურის ცნობით ათ გადაცემაში , გადაცემის სტუმრები იქნებიან: პოლიტიკოსები და რევოლუციონერები, ყველა ის ადამიანი, რომელთა შეხედულებებიც მნიშვნელოვანია მსოფლიოს ხვალინდელი დღის ფორმირებაში.

მომავალ კვირაში ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლო განიხილავს ასანჟის ბოლო აპელაციას სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად Wikileaks -ის დამფუძნებელი შვედეთს უნდა გადასცენ. შვედეთში კი ის ეჭვმიტანილია სექსუალურ დანაშაულში. 

 

კომენტარები