ძიუდო

ზურაბ ზვიადაური ბრუნდება!

ათენის 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ძიუდოკა ზურაბ ზვიადაური ერთწლიანი შესვენების შემდეგ საჭიდაო ხალიჩას უბრუნდება: ის 28-29 იანვარს თბილისის სპორტის სასახლეში, მსოფლიო თასზე იასპარეზებს.
ზვიადაურმა, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველმა მოიგო ოლიმპიადის ოქრო, კარიერის განახლება გადაწყვიტა. მან საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იაპონიასა და ავსტრიაში გაიარა მოსამზადებელი შეკრება, რის შემდეგაც ხსენებული გადაწყვეტილება მიიღო.
თბილისის მსოფლიო თასზე ზვიადაური 90 კილომდე წონით კატეგორიაში იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური ოქროს გარდა ზვიადაურმა 2001 და 2003 წლებში მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიგო, 2002 წელს კი ევროპირველობაზე ბრინჯაოს დაეუფლა.

კომენტარები