ნატო-საქართველო

რასმუსენი: ნატო გააგრძელებს საქართველოს დახმარებას

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა  ლატვიურ გამოცემა ”Latvijas Avize”თან საუბრისას უპასუხა შეკითხვას - ეთანხმება თუ არა მოსაზრებას, რომ რუსეთი აიძულებს ნატოს,  ორმაგად დაფიქრდეს ალიანსში საქართველოს გაწევრიანების საკითხზე? რასმუსენმა აღნიშნა, რომ ნატოში გადაწყვეტილებებს მხოლოდ წევრი სახელმწიფოები იღებენ და არავინ სხვა.

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, 2008 წელს,  ნატოს ბუქარესტის სამიტზე გადაწყდა , რომ საქართველო გახდება ნატოს წვერი.” ეს გადაწყვეტილება ძალაშია” - დასძინა მან ნათქვამს და აღნიშნა ისიც, რომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა გასული წლის დეკემბერში კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა ნატოსკენ მსწრაფი ქვეყნების ( მათ შორის საქართველოს) ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრირებისადმი.

”საქართველომ მიაღწია პროგრესს რეფორმებში, მას შეაქვს მნიშვნელოვანი  წვლილი ავღანეთის ოპერაციაში, თუმცა კიდევ არის შესასრულებელი სამუშაოები. მე იმედით ვუყურებ ამ პროცესს, ნატო გააგრძელებს საქართველოს დახმარებას.”- აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა .

 

კომენტარები