British Academy Film Awards

BAFTA-ს ნომინანტების სია გამოქვეყნდა

ბრიტანეთის კინოაკადემიის დაჯილდოების ნომინანტების სია გამოქვეყნდა. ნომინანტთა სიას BAFTA-ს 12 ჯილდოს მოპოვების შანსით ”არტისტი” ლიდერობს. 11 ნომინაცია მიიღო Tinker Tailor Soldier Spy და ”ჰიუგომ”.

წლის საუკეთესო ფილმის წოდებისთვის ”არტისტი”, ”დრაივი”, ”შთამომავლობა”, Tinker Tailor Soldier Spy და ”მოსამსახურე” იბრძოლებს. საუკეთესო ბრიტანული პროექტის სახელის მოპოვება ”ჩემი კვირა მერლინთან”, ”სენა”, ”სირცხვილი”, ”კევინზე უნდა ვილაპარაკოთ” და Tinker Tailor Soldier Spy შეუძლია.

მარტინ სკორსეზე(”ჰიუგო”), მიშელ ჰაზანავიჩუსი(”არტისტი”), ტომას ალფრედსონი( Tinker Tailor Soldier Spy), ნიკოლას ვინდიგ რეფნი(”დრაივი”) და ლაინ რემსი(”კევინზე უნდა ვილაპარაკოთ”) ერთმანეთს საუკეთესო რეჟისორის წოდებას შეეცილებიან. ბრედ პიტი( Moneyball), გარი ოლდმანი( Tinker Tailor Soldier Spy), ჯორჯ ქლუნი(”შთამომავლობა”), მიქაელ ფასბენდერი(”სირცხვილი”) და ჟან დუჟარდენი(”არტისტი”) კი საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდოსთვის იბრძოლებენ.

საუკეთესო მსახიობი ქალი ბერენის ბეჟო(”არტისტი”), მერილ სტრიპი(”რკინის ლედი”), ვიოლა დევისი(”მოსამსახურე”), ტილდა სუინტონი(”კევინზე უნდა ვილაპარაკოთ”) ან მიშელ უილიამსი(”ჩემი კვირა მერლინთან”) გახდება.

BAFTA-ს დაჯილდოება 12 თებერვალს გაიმართება.

 

კომენტარები