თავისუფალი უნივერსიტეტი

თავისუფალი უნივერსიტეტის და ტაბულას ერთობლივი მასტერ–კლასი

"მედია და შემოქმედებითი წერა"

შაბათს, 21 იანვარს,  თავისუფალ უნივერსიტეტში, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის ორგანიზებით და  ჟურნალ ტაბულას მხარდაჭერით გაიმართება ერთ დღიანი მასტერ–კლასი: "მედია და შემოქმედებითი წერა". პროგრამას წარუძღვებიან ჟურნალ ტაბულას ავტორები და თავისუფალი უნივერსიტეტის "მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის" ლექტორები.

ტაბულას წამყვანი ავტორებისგან თქვენ გაეცნობით თუ რა პრინციპები განსაზღვრავს თანამედროვე ბეჭდვით მედიას და როგორ იქმნება სხვდასხვა ტიპის სტატია. მასტერ–კლასი გულისხმობს მონაწილეების აქტიურ ჩართულობას დისკუსიაში და სხვდასხვა სახის დავალებების დამოუკიდებლად შესრულებას. თქვენ გაივლით ტრენინგს ინფორმაციის მოძიებაში, მის გაფილტვრასა და გაანალიზებაში; ტექსტის აგებასა და ახალი ამბების მომზადებაში. 

 

თქვენ გაიგებთ:

როგორ ვიაზროვნოთ და ვწეროთ შემოქმედებითად?
როგორ იქმნება სტატია?
როგორ მუშაობს  ჟურნალი და რა როლს თამაშობს მედია თანამედროვე კონტექსტში?

მასტერ–კლასებს წარუძღვებიან:

  • თამარ ჩერგოლეიშვილი – ჟურნალ ტაბულას მთავარი რედაქტორი
  • სალომე უგულავა – ჟურნალ ტაბულას პოლიტიკის განყოფილების მიმომხილველი.
  • ირაკლი კიკნაველიძე – საზოგადოების განყოფილების მიმომხილველი, მართვისა და საზოაგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი
  • გიორგი კეკელიძე – ჟურნალ ტაბულას მესვეტე, lib.ge–ს დამფუძნებელი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის ლექტორი.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება:
ნებისმიერი უნივერსიტეტის პირველ და მეორე კურსელებს.

სად: თავისუფალი უნივერსიტეტი (საკონფერენციო დარბაზი), 1 ბედიას ქუჩა, 200901 www.freeuni.edu.ge
 
როდის: შაბათს, 21 იანვარს, 11 საათზე

კომენტარები