ფინანსური ანგარიში

მოგელაძე ქართული ოცნების ფინანსური ანგარიშის შესახებ

პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია მოგელაძე განმარტავს, რომ ფინანური წელი 2011 წლის 1 ნოემბრიდან იწყება და ქართულ ოცნებასაც ამიტომ მოსთხოვეს ფინანსური ანგარიშების წარდგენა გასული წლის 1 ნოემბრიდან. მისი თქმით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის უკუძალა სანქციების ნაწილში არ ვრცელდება. ფინანსური ინფორმაციის გამოთხოვის უფლება კი აითვლება პირველი ნოემბრიდან ვინაიდან, კანონით, საგადასახადო წელი ნოემბრიდან ნოემბრამდეა.

მოგელაძემ ისიც განმარტა, რომ ქართული ოცნების ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკისგან მიიღო, რომელთანაც მემორანდუმი აქვს გაფორმებული. თავად ქართულმა ოცნებამ კი მათ უარი უთხრა ინფორმაციის მიწოდებაზე. მოგელაძის განცხადებით, ქართული ოცნება, რომელიც საზოგადოებრივი მოძრაობაა, კონტროლის პალატის მონიტორინგის ქვეშ, კანონის შესაბამისად, ივანიშვილის მიერ დეკლარირებული პოლიტიკური მიზნების გამო მოხვდა.

მოგელაძეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, თამარ ჩუგოშვილი გამოეხმაურა. მან ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ 29 დეკემბერს შევიდა ძალაში და სწორედ ამ დროიდან ამოქმედდა ახალი რეგულაციები. ინფორმაციის 1 ნოემბრიდან მოთხოვნა კი ნიშნავს, რომ კანონს აქვს უკუძალა, რაზეც მასში მითითება არ არის. შესაბამისად, საია-ს თავმჯდომარეს ინფორმაციის პირველი ნოემბრიდან გამოთხოვა არასწორად მიაჩნია და ამბობს, რომ ორგანიზაცია ამ თემაზე იმუშავებს.

 

კომენტარები