ფინანსური ანგარიში

ქართული ოცნების ფინანსური ანგარიში

ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ქართული ოცნება“ ფინანსურ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2011 წლის 6 დეკემბრიდან 29 დეკემბრამდე გაწეულ ხარჯებს მოიცავს.  პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, რომელიც კონტროლის პალატაში შეიქმნა, ანგარიში საზოგადოებრივ მოძრაობა ”ქართულ ოცნებასაც” მოსთხოვა. 

”ქართული ოცნების” მიერ გამოქვეყნებულ  ანგარიშში მოყვანილია ის თანხები, რომლებიც საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციისთვის დიდი საკონცერტო დარბაზის დაქირავებას, თანამშრომელთა ხელფასებს, აღჭურვილობის შეძენასა და სარეკლამო ხარჯებს მოხმარდა.

 ანგარიშის თანახმად, მთელმა რიგმა მედიასაშუალებებმა ივანიშვილის მოძრაობისგან თანხები პრეზენტაციის პირდაპირი ტრანსლაციის უზრუნველყოფისა და მოძრაობისათვის სარეკლამო მომსახურების გაწევისათვის მიიღეს.

 კერძოდ, ქართულმა ოცნებამ რეგიონალური რადიოსადგურების ქსელს, „პრეზენტაციის გავრცელების მიზნით დროის გამოყოფის“ საფასურად, 20 ათას 340 ლარი გადაურიცხა.

 ტელეკომპანია კავკასიას, პრეზენტაციის ტრანსლაციის უზრუნველსაყოფად - 30 ათასი ლარი, სარეკლამო რგოლების განთავსებისთვის - 147 ათას 892 ლარი.

 გაზეთმა რეზონანსმა რეკლამის განთავსების საფასურად 2400 ლარი მიიღო.

 გორის რეგიონულმა ტელეკომპანია თრიალეთმა, „პრეზენტაციის ეთერში გაშვებისათვის“ -

10 ათასი ლარი.

 ახალი ამბების სააგენტო კაუკასუს ნიუსმა, საინფორმაციო მხარდაჭერისათვის - 3 ათას 973 ლარი.

 ბათუმის ტელეკომპანია „ტვ-25“-მა, ტრანსლაციის უზრუნველყოფისათვის - 663 ლარი.

 რადიო უცნობმა, „საქმიანობის რეკლამირებისათის“ 31 ათას 400 ლარი. იგივე თანხა მიიღო

შპს რადოცენტრი პლუსმა.

 შპს ჩოხატაურის მაცნეს „საქმიანობის რეკლამირებისათვის“, 54 ათას 150 ლარი გადაერიცხა.

 შპს გაზეთი რუსთავის ამბებს, იგივე დანიშნულებით - 7 ათას 875 ლარი.

 სტუდია მაესტროს, სარეკლამო რგოლების განთავსებისათვის - 195 ათას 621 ლარი.

 სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს, იგივე დანიშნულებით - 83 ათას 261 ლარი.

 სოციალური მედიის მონიტორინგისათვის მოძრაობის ბიუჯეტიდან 6 ათასი ლარი დაიხარჯა.

 გარდა ამისა, ხარჯთაღრიცხვის თანახმად, 29 დეკემბერს ქართულმა ოცნებამ გამოისყიდა წილი შპს ახალი კაპიტალისგან, რაშიც 4 მილიონ 200 ათასი ლარი გადაიხადა. იმავე დღეს შესყიდულ იქნა წილი შპს ლაიმსთოუნ ფაინანს ინტერნეშენალ-ისგან, რაც მოძრაობას 3 მილიონ 600 ათასი აშშ დოლარი დაუჯდა.

 

 

 

კომენტარები