დღეს, 29 დეკემბერს, 20:00 საათზე თიბისი ბანკი შარდენზე, კონკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი პროექტის პრეზენტაციაზე გეპატიჟებათ, სახელწოდებით „20 წელი – 12 თვე“.
პროექტი თიბისი ბანკმა 1 თვის წინ დაიწყო და 2012 წლის ბოლომდე გაგრძელდება, მის ფარგლებში 12 ქართველმა მწერალმა 12 მოთხრობა შექმნა, რომელთა ფოტოილუსტრაციები 12 ცნობილი ფოტოხელოვანის მიერ შეიქმნა.
მომავალი წლის განმავლობაში პროექტი გაფართოვდება და მოიცავს ხელოვნების სხვა დარგებსაც, ხოლო 2012 წლის ბოლოს ნოველების საფუძველზე შეიქმნება კინოსცენარი და გადაიღებენ მხატვრულ ფილმს.
პრეზენტაციას დაესწრებიან პროექტის მონაწილე მწერლები და ფოტოხელოვანები.
სტუმრებისთვის წარმოდგენილი იქნება ნოველების ფოტოილუსტრიტებული გამოფენა, მოეწყობა ნოველების ავტორების მონაწილეობით გადაღებული სატელევიზიო რგოლების პრეზენტაცია.
12 ახალი მოთხრობა, ფოტოგამოფენა, საინტერესო ვიდეოები, სასიამოვნო მუსიკა და ცხელი გლინტვეინი, დღეს 20:00 საათზე.




