ბიზნესი

სადაზღვევო ბაზარზე ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისები ლიდერობს

სადაზღვევო ბაზარზე დაზღვევის 18 სახეობას შორის, 2011 წლის 9 თვის მონაცემებით, მიზიდული პრემიის მოცულობით სამედიცინო დაზღვევა ლიდერობს. ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების გაყიდვის მაჩვენებელი მთლიანი სადაზღვევო პრემიის 63,90%-ია. მეორე ადგილზე 12,25%-ით ქონების, ხოლო მესამეზე - 8.07%-ით სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევაა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, სადაზღვევო ბაზარზე მოქმედმა 15-მა სადაზღვევო კომპანიამ 2011 წლის სამ კვარტალში 263.1 მილიონი ლარის სადაზღვევო პრემია მიიზიდა, რაც 2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.7%-ით ნაკლებია. კომპანიების მიერ ანაზღაურებული ზარალი ამავე პერიოდში 30.7 მილიონი ლარით გაიზარდა.

კომენტარები