იოჰანეს ჰესტერსი

108 წლის ასაკში იოჰანეს ჰესტერსი გარდაიცვალა

ადოლფ ჰიტლერის საყვარელი შემსრულებელი, ჰოლანდიელი იოჰანეს ჰესტერსი 108 წლის ასაკში, გერმანიაში, ბავარიის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. განცხადება მსახიობის და მომღერლის გარდაცვალების შესახებ მისმა აგენტმა გააკეთა.

ჰესტერსმა სახელი ნაცისტურ გერმანიაში გაითქვა, ჰიტლერი მას გამორჩეულ შემსრულებლად თვლიდა, რის გამოც ნაცისტების სიყვარულისთვის მას კარიერის მანძილზე არაერთხელ მოუწია თავის მართლება.

ჰიტლერის ფავორიტის სახელი ჰესტერს მუდამ თან სდევდა, 2008 წელს მან უკანასკნელად გამართა გასტროლი საკუთარ სამშობლოში, სადაც ჰესტერს საპროტესტო აქციით დახვდნენ.

იოჰანეს ჰესტერს არაერთ ფილმსა თუ წარმოდგენაში აქვს მონაწილეობა მიღებული, წარმატება კი საოპერო როლმა „მხიარული ქვრივი“ მოუტანა, რომელიც მან სცენაზე 1600-ჯერ ითამაშა.

 

კომენტარები