საქსტატი

სამომხმარებლო კალათა განახლდება

საქსტატის ინფორმაციით, 2012 წლის იანვრიდან სამომხმარებლო კალათა განახლდება. განახლებული სამომხმარებლო კალათა ასახავს მოსახლეობის დანახარჯების უახლეს სტრუქტურას, რაც უფრო საიმედოს ხდის სამომხმარებლო ფასების ინდექსს - ინფლაციის მაჩვენებელს. მეთოდოლოგიის მიხედვით, სამომხმარებლო კალათის განახლება ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ხდება. ფასების რეგისტრაცია განხორციელდება საქართველოს 5 დიდ ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გორი, თელავი) და ასახავს რეგიონის საერთო ფასების დინამიკას. საქსტატის ცნობით, 2012 წლიდან პერიოდის საშუალო ინდექსის ნაცვლად, გამოქვეყნდება 12 თვის საშუალო და ასევე გრძელვადიანი სამომხმარებლო ფასების ინდექსები.

კომენტარები