პარტიების დაფინანსება

ივანიშვილის პარტნიორი პარტიების დაფინანსება ნოემბერ-დეკემბერში

დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი ავრცელებს მთავარი პროკურორისგან მიღებულ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის პარტნიორი პოლიტიკური პარტიების ნოემბერ-დეკემბერში მიღებულ დაფინანსებაზე. მან  20 დეკემბერს მიმართა სადეპუტატო შეკითხვით სამართალდამცავებს და დაფინანსების გამოძიება სთხოვა. ცაგარეიშვილის ინფორმაციით, ამ პარტიებმა შემდეგი დაფინანსება მიიღეს: საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას დაფინანსება მიღებული აქვს - სს "ბანკი ქართუსგან" - 100 000 ლარი; შპს "ბურჯისგან" - 100 000 ლარი; შპს "კომპლექსერვისისგან" – 100 000 ლარი; სს "ქართუ ჯგუფისგან" - 100 000 ლარი; შპს "ბურჯისგან" 100 000 ლარი; შპს "ფინსერვისისგან" - 100 000 ლარი; შპს "ინტერკონსტალტინგი პლუსისგან" - 100 000 ლარი; შპს "ელიტა ბურჯისგან" - 100 000 ლარი; შპს "ქართუ მენეჯმენტისგან" - 100 000 ლარი, შპს "ქართული ჰოლდინგისგან" - 100 000 ლარი. დეკემბრში შპს "კალა კაპიტალისგან" და შპს "კოლხეთისგან" ასევე მიიღეს 100 000-100 000 ლარი. ჯამში რესპუბლიკურ პარტიას   მილიონ 200 000  ლარი აქვს მიღებული. 

ალასანიას "თავისუფალი დემოკრატებს"  მიღებული აქვს 900 000 ლარი:  100-100 000 ლარი ბანკი "ქართუსგან"; სს "ქართუ ჯგუფისგან"; შპს "ფინსერვისისგან"; შპს "ინტერკონსტალტინგი პლუსისგან"; შპს "ელიტა ბურჯისგან"; შპს "ქართული მენეჯმენტისგან"; შპს "ქართული ჰოლდინგისგან",  დეკემბერში "თავისუფალმა დემოკრატებმა" 100 000-100 000 ლარი შპს "კალა კაპიტალის" და შპს "კოლხეთისგან" მიიღეს.

კობა დავითაშვილის "ხალხის პარტიას" აფინანსებდნენ: სს "ბანკი ქართუ" – 100 000 ლარი; შპს "ფინსერვის-21” – 100 000 ლარი; შპს "ფინსერვისი" – 100 000 ლარი; შპს "ელიტა ბურჯი" – 100 000 ლარი, შპს "ქართუ ჯგუფი" – 100 000 ლარი; შსპ "ქართუ მენეჯმენტი" – 100 000 ლარი; შპს "ინტერკონსალტინგი პლუსი" - 100 000 ლარი; შპს "კალა კაპიტალი" – 100 000 ლარი, შპს "კოლხეთი" – 100 000. "ხალხის პარტიამ" მთლიანობაში მიიღო 900000  ლარი; 

ზვიად ძიძიგურის კონსერვატიული პარტიას  აფინანსებდნენ – შპს "კომპლექს-სერვისი" – 100 000 ლარი; სს ბანკი "ქართუ" – 100 000 ლარი; შპს "ბურჯი" - 100 000 ლარი; სს "ქართუ ჯგუფი" - 100 000 ლარი; შპს "ფინსერვისი" - 100 000 ლარი; შპს "ინტერკონსალტინგი პლუსი" - 100 000 ლარი; შპს "ქართუ მენეჯმენტი" - 100 000 ლარი; შპს "ელიტა ბურჯი" - 100 000 ლარი; შპს "ფინსერვის-21" - 100 000 ლარი; შპს "კოლხეთი" - 100 000 ლარი; შპს "კალა კაპიტალი" - 100 000 ლარი. კონსერვატიული პარტიის დაფინანსებამ  შეადგინა მილიონ 100 000 ლარი. 

ცაგარეიშვილმა მას შემდეგ გაუგზავნა შეკითხვა სამართალდამცავებს, რაც გია თორთლაძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მოკავშირე პარტიები რუსული ფულით ფინანსდებიან. გია თორთლაძემ დღეს პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ამ მონაცემებმა მისი ვარაუდი დაადასტურა. მისი თქმით, დამფინანსებელი კომპანიებისგან 9 ბიძინა ივანიშვილისაა, 2 კი ფეხბურთელ კახი კალაძეს ეკუთვნის. სხდომაზე კი იმას მიუთითებდა, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქია - მან ფული რუსეთში იშოვა, რუსეთის მოქალაქეა და საქართველოში პარტიების დაფინანსების უფლება არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა უკვე მიიღო პირველი მოსმენით ცვლილებები  პარტიების დაფინანსების შესახებ, რომლის თანახმად  იურდიულ პირებს ეკრძალებათ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება . ხალხის პრატიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა არ დამალა და განაცხადა, რომ   საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლამდე იურიდიულ პირებს აქვთ პარტიების დაფინანსების უფლება და ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული კომპანიებიდან ფულის გადარიცხვაც შეგნებულად,  კანონის ახალი მოთხოვნების ამოქმედებამდე მოხდა.

 

კომენტარები