პარტიების დაფინანსება

პარტიების დაფინანსების საკითხის ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით მიიღებს

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით მომავალ კვირას მიიღებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული ცვლილებები ინტერფრაქციულ ჯგუფთან უკვე შეთანხმებულია და პარლამენტის მიერ მისაღებად მზადაა.
ირინა იმერლიშვილის თქმით მომავალ კვირას მოხდება პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებების განხილვაც. იმერლიშვილის ინფორმაციით, პარლამენტის სხდომები 6-7 აგვისტოს გაიმართება.

კომენტარები