სისხლის სამართლის კოდექსი

პირს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა 50 000 ლარზე მეტის დამალვის შემთხვევაში დაეკისრება

სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება შედის - პირს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში დაეკისრება, თუ დეკლარაციაში 50 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხას დამალავს.

ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გამართა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ. მისი თქმით, „ქრისტიან-დემოკრატები“ უკვე რამდენიმე წელია , სისხლის სამართლის კოდექსის ეკონომიკურ დანაშაულთან დაკავშირებული ნაწილის ლიბერალიზაციას ითხოვენ, რომ „ბიზნესმენები თავისუფლად და დაცულად გრძნობდნენ თავს“.

მოქმედი ნორმის შესაბამისად, დიდი ოდენობით გადაასახადისთვის თავის არიდებად ითვლება დეკლარაციაში გადასახადის 25 000 ლარზე მეტი ოდენობით დამალვა. მთავრობასთან მიღწეული შეთანხმებით, ეს ზღვარი 50 000 ლარი ხდება. გიორგი თარგამაძის თქმით, განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადასახადის შემცირებად ჩაითვლება 100 000, და არა 75 000 ლარი. გადასახადის მხოლოდ 50 000 ლარამდე შემცირება გამოიწვევს დაჯარიმებას.

აღნიშნულ ცვლილებებს კოდექსში პარლამენტი უახლოეს მომავალში უყრის კენჭს. ცვლილებები ძალაში 2012 წლიდან შევა.

 

კომენტარები