მთლიანი შიდა პროდუქტი

საქართველოს მშპ–ის ზრდის მაჩვენებელი რეგიონში ყველაზე მაღალია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 11 თვის ეკონომიკური აქტივობის მონაცემებზე ისაუბრა. პრემიერის განმარტებით 11 თვის მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელმა 6,5% შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ჩვენი რეგიონის მასშტაბით. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ წლის ბოლოსთვის მშპ-ის ზრდა საპროგნოზო მაჩვენებელს გადააჭარბებს, რომელიც 2011 წლის ბიუჯეტის მიხედვით 6%-ით იყო განსაზღვრული.

გარდა ამისა პრემიერმა საგარეო ვაჭრობის მონაცემებზეც ისაუბრა: „გასული 11 თვის განმავლობაში ექსპორტი რეკორდულად მაღალია. 11 თვის განმავლობაში 2 მილიარდ დოლარამდე პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, რაც 40%-ით უფრო მაღალია, ვიდრე გასული წლის 11 თვეში. ხოლო იმპორტი გაზრდილია დაახლოებით 38-39%-ით."

 

კომენტარები