საგარეო ურთიერთობები

საქართველო და იორდანია სამოქალაქო თავდაცვის სფეროში ითანამშრომლებენ

საქართველო და იორდანია სამოქალაქო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. დოკუმენტს ხელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ამანში ვიზიტისას მოეწერა. ქვეყნები საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და მათი შედეგების აღმოფხვრაში ურთიერთდახმარებაზე შეთანხმდნენ. იორდანიაში აღნიშნეს, რომ ეს ქვეყნებს შორის გამორჩეული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყნები უახლოეს მომავალში უვიზო რეჟიმის შემოღებასაც აპირებენ.

იორდანია და საქართველო ოქტომბრის ბოლოს ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიარეისების შესრულებაზე შეთანხმდნენ.

 

კომენტარები