თავისუფალი ვაჭრობა

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ოფიციალურად იხსნება

ბრიუსელში, დღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ოფიციალურად იხსნება. ბრიუსელში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური.
 საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ კი  დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში  პირველი სამუშაო შეხვედრა  ექსპერტების დონეზე,   2012 წლის იანვარში გაიმართება. 
ნინო კალანდაძის  აზრით,  მოლაპარაკებების დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, რადგან საქართველოს შესაძლებლობა ექნება გახდეს კონკურენტუნარიანი და თავისი პროდუქცია ევროკავშირის ქვეყნების ბაზრებზე გაიტანოს. "პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და დღეიდან ეს მოლაპარაკებები ოფიციალურად გახსნილად ითვლება. ჩვენ მივესალმებით ამ ფაქტს, რადგან ეკონომიკური განვითარების მიმართულებით ამას სერიოზული გავლენა ექნება", - განაცხადა კალანდაძემ.

 

კომენტარები