შოპინგ ფესტივალი

პირველი შოპინგ ფესტივალი დღეს იხსნება

თბილისის მერიის ორგანიზებით პირველი შოპინგ ფესტივალი თბილისში დღეს  იხსნება. ფესტივალის განმავლობაში დედაქალაქის 7000–მდე მაღაზიაში, ასევე ყველა სავაჭრო ცენტრში მომხმარებელი   ფასდაკლებებით ისარგებლებს. უმსხვილესი სავაჭრო ცენტრები თბილისი ცენტრალი, ჯი თი სი, შოფინგ აქსისი, ქარვასლა და პიქსელი კლიენტებს 70%–მდე ფასდაკლებას შესთავაზებენ.

თბილისის შოპინგ ფესტივალის ძირითადი ქუჩები პეკინის ქუჩა,  ყაზბეგის, ჭავჭავაძის და ვაჟა–ფშაველას გამზირები იქნება. ფესტივალი 11 დეკემბერს დაიხურება. თბილისის მერია  შოპინგ–ფესტივალის რეგიონული მასშტაბის ღონისძიებად გადაქცევას გეგმავს.

 

კომენტარები