შპს სტუდია ”მაესტროს” 100 პროცენტიანი წილი დაყადაღებულია, ეს ინფორმაცია ტაბულას ”რუსთავის მედიის მართვის კომპანიაში” მარინა ნიკოლაიშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, მმართველ კომპანიას დღეს დაუკავშირდნენ სასამართლოდან და აცნობეს, რომ მისი მოთხოვნა ”მაესტროს” 100 პროცენტიანი წილის დაყადაღების თაობაზე დაკმაყოფილებულია. არსებული ინფორმაციით, ”მაესტროს” მეწილეები არიან მაკა ასათიანი, ილია კაკაბაძე. მამუკა ღლონტი, ეკა აკობია და გიორგი ებრალიძე. წილის დაყადაღების მოთხოვნით ”მაესტროს” მმართველმა კომპანიამ სასამართლოს ამ რამდენიმე დღის წინ მიმართა.
შპს სტუდია "მაესტროს" დამფუძნებლები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ. მამუკა ღლონტმა განაცხადა, რომ ”მაესტროს” 100 პროცენტიანი წილის დაყადაღებამ ”ცხადი გახადა ვის თამაშს თამაშობს ეროსი კიწმარიშვილი”. ” უკანონო გადაწყვეტილება ბუნებრივია გასაჩივრდება. თუ საჭირო იქნება ევროპის სასამართლოშიც ვიჩივლებთ”-აღნიშნა ღლონტმა.




