თბილისის კინოფესტივალი

თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალი

დღეს თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალთან დაკავშირებით სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” პრესკონფერენცია ჩატარდა.

 პრესკონფერენციას დაესწრო თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გენერალური დირექტორი გაგა ჩხაიძე, დირექტორი ნინო ანჯაფარიძე და მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები. პრესკონფერენციაზე გაგა ჩხაიძემ ისაუბრა ფინანსურ პრობლემებზე, რომლის გამოც წელს ფესტივალს საკონკურსო პროგრამა არ ექნება, კინოფესტივალის დირექტორი ასევე შეეხო ნამუშევრების გაშვების საკითხს, რომ წლიდან წლამდე სულ უფრო ძვირდება ახალი ფილმების ჩვენება, თბილისის კინოფესტივალის მწირი ბიუჯეტის პირობებში კი სულ უფრო რთული ხდება საინტერესო პროექტების ჩამოტანა.

 6 დეკემბრიდან მაყურებელს საშუალება ექნება ლეო კარაქსის, ფრანსუა ოზონის, ლივ ულმანის, როი ანდერსონის, მაიკლ ლის ფილმები იხილოს. ასევე გერმანული, შვედური და ქართული ფილმები რეტროსპექტივა ნახოს. 

კომენტარები