ბელორუსი

ლუკაშენკო განიხილავს სიკვდილმისჯილების შეწყალების საკითხს

ბელარუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ  განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში განიხილავს კონოვალოვის და კოვალიოვის შეწყალების საკითხს, რომლებიც მინსკის სასამართლომ  ცოტა ხნის დამნაშავეებად  სცნო 2011 და 2008 წელს ტერორისტული აქტების განხორციელებაში.(   2011 წლის აპრილში მინსკის მეტროსთან აფეთქებას 15 ადამიანი შეეწირა.) კონოვალოვს და კოვალიოვს სასჯელის უმაღლესი ზომა- დახვრეტა  მიუსაჯეს.  ბელარუსი უფლებადამცველები  ბრალს დასაბუთებულად არ მიიჩნევენ. მინსკში შეგროვდა ხელმოწერები ახალგაზრდების შეწყალების მოთხოვნით.   ბელარუსიის  პრეზიდენტს    ევროკავშირმა მოუწოდა გამოაცხადოს მორატორიუმი სიკვდილით დასჯაზე. ბელარუსია ერთადერთი   ევროპული ქვეყანაა სადაც სიკვდილით დასჯა მოქმედებს. ” გადაწყვეტილებას მივიღებ და ამის  შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით, თუმცა ამ ორ ადამიანთან დაკავშირებით ( არც კი  ვიცი მათ რა ვუწოდო)  გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის მძიმე იქნება.”- უთხრა ლუკაშენკამ ჟურნალსიტებს. 

კომენტარები