ტელე-კომპანია „მაესტროს“ შენობაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, რის შემდეგაც დამფუძნებლებმა ჟურნალისტებთან ერთად ტელე-კომპანიის შენობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. მამუკა ღლონტმა განაცხადა, რომ ამით „კიწმარიშვილს და ხელისუფლებას ვითარების შემდგომი პროვოცირების საშუალება არ მისცეს“. მამუკა ღლონტმა განმარტა, რომ ეროსი კიწმარიშვილის მიერ დაკავებული შენობის დატოვების შემდეგ „მაესტრო“ მაუწყებლობას სხვა შენობიდან გააგრძელებს. თავის მხრივ კიწმარიშვილმა აღნიშნა, რომ ღლონტმა“ ტელევიზიის კუთვნილი აპარატურა გაიტაცა“ და ჟურნალისტებთან ერთად შენობა დატოვა. მოლაპარაკებები მხარეებს შორის „მედია ადვოკატების“ შუამავლობით მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ „მაესტროში“ შექმნილ სიტუაციას მათ გამოუვალი უწოდეს, განმარტეს, რომ კიწმარიშვილი“მაესტროს“ მისი კომპანიის მმართველობაში დარჩებას მოითხოვდა, ღლონტი კი ამის წინააღმდეგი იყო. ამჯერად „მაესტროს“ ეთერი გათიშულია. ეროსი კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ მმართველი კომპანია ჩვეულებრივად გააგრძელებს თავის საქმიანობას. " მაესტროს დამფუძნებლებმა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ აზროვნების უნარი დაკარგეს, მათ მართვის კომპანიის ჩანაცვლებისა და სხვა ფინანსების მოზიდვის ცდუნება გაუჩნდათ“- აღნიშნა ეროსი კიწმარიშვილმა. გუშინ მამუკა ღლონტმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, რომ სანამ საქართველოს სათავეში სააკაშვილის ხელისუფლებაა“მაესტროს“ წილი არ გაიყიდება.
tbl.ge/10c3
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- ავალიანი: ვტოვებ მაესტროს, არხზე გია გაჩეჩილაძე ბრუნდება, ახალი პრიორიტეტები მიუღებელია
- მაესტრო იმედის შენობაში გადავიდა, ტელეკომპანიას ახალი ლოგო აქვს
- NGO-ები: მაესტრო ჟურნალისტების პროფესიულ თავისუფლებას უგულებელყოფს
- მაესტრომ არჩევანში სტუმრობის გამო თანამშრომლებს უფლებამოსილება შეუჩერა
- ბიზნესკონტაქტი: თუ ისაკაძე არ დაბრუნდება, უფლებას გიტოვებთ დაგვითხოვოთ




