იემენის კრიზისი

იემენის პრეზიდენტი გადადგომას აპირებს

იემენის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტი, ალი აბდულა სალეჰი საუდის არაბეთის დედაქალაქში ჩავიდა, გადადგომის შესახებ  შეთანხმებაზე  ხელის მოსაწერად. შეთანხმება   სპარსეთის  ყურის  ექვსი არაბული ქვეყნის მედიატორობით შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ ანტისამთავრობო გამოსვლები წლის დასაწყისიდან იმართებოდა. იგი მოგვიანებით ქვეყანაში არსებულ რამდენიმე ტომსა, არაფორმალურ დაჯგუფებასა და რეჟიმის მომხრეებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მას ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დღეისათვის ხელისუფლება ექვსამდე პრივინციას ვეღარ აკონტროლებს.

სალეჰი იემენს 1978 წლიდან უდგას სათავეში. 

 

კომენტარები