რუსეთ- ევროპის ურთიერთობები

რუსეთს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შეთანხმება შეახსენეს

აშშ რუსეთს აღარ მიაწვდის ინფორმაციას ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთის პოლიტიკაა, ის 2007 წლიდან აღარ ასრულებს ”ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ” ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ შეთანხმება 1990 წელს იქნა მიღწული ნატოს და ვარშავის პაქტის სახელმწიფოებს შორის , ძალაში 1992 წელს შევიდა და ხელმომწერ მხარეებს ჩვეულებრივი შეიარაღების თანაბარი გადანაწილება დაავალდებულა. 2007 წელს რუსეთმა განაცხადა, რომ ”ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულება” არ პასუხობს ”თანამედროვე რეალიებს და უსაფრთხოების მოთხოვნებს” და უარი თქვა მის მხარდაჭერაზე. აშშ რუსეთს მოუწოდებდა უკან წაეღო გადაწყვეტილება და დაბრუნებოდა შეთანხმებით ნაკისრი მოვალეობების შესრულებას. ”თუ რუსეთი განაახლებს ხელშეკრულების აღსრულებას, ჩვენს განვაახლებთ ამ მიმართულებით მოსკოვთან თანამშრომლობა”- განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა.

 

კომენტარები