თეატრი

პრემიერა ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკასა და დრამის თეატრში

დღეს, 16 ნოემბერს, 20:00 საათზე ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში გაიმართება პრემიერა სპექტაკლის „წერილები ღმერთს“, რომელიც ერიკ ემანუელ შმიტის ნაწარმოების მიხედვით „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“ დაიდგა.

ოსკარი ლეიკემიით არის დაავადებული, ის საავადმყოფოში წევს და წერილებს ღმერთს წერს, რომელშიც იგი საავადმყოფოში გატარებულ დღეებზე უყვება.

წერილებში ბიჭის ცხოვრების 12 დღეზე არის მოთხრობილი, რომელიც მან საავადმყოფოში გაატარა და სადაც ვარდისფერ უნიფორმიანი ქალბატონი გაიცნო.

სპექტაკლში ნინელი ჭანკვეტაძე და კახა კუნწურაშვილი მონაწილეობენ. „წერილები ღმერთს“ რეჟისორი მამუკა ტყემალაძეა.

 

კომენტარები