თეატრი

გაფუჭებული პენალტიდან მწვრთნელობამდე – ლონდონში საუთგეიტის შესახებ სპექტაკლი დაიდგმება

BBC

ლონდონში, ეროვნულ თეატრში ყოფილი ფეხბურთელისა და ინგლისის ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელის გარეთ საუთგეითის ცხოვრების მიხედვით სპექტაკლი Dear England დაიდგმება.

სპექტაკლი საუთგეიტის მიერ 1996 წელს გაფუჭებული პენალტით იწყება და ყოფილი ფეხბურთელის ინგლისის ნაკრებში მოსვლითა და პირველი გამარჯვებებით სრულდება.

დადგმას ცნობილი თეატრალური რეჟისორი ჯეიმს გრეემი უხელმძღვანელებს, ხოლო სახელოვანი მწვრთნელის როლს რალფ ფაინსის უმცროსი ძმა, შეყვარებული შექსპირის ვარსკვლავი ჯოზეფ ფაინსი შეასრულებს.

"ჩემი აზრით ის ცვლილებები, რომლებიც ბოლო 6 წლის განმავლობაში ინგლისის ეროვნულ ნაკრებში მოხდა, ნამდვილად იმსახურებს სპექტაკლს". – ამბობს BBC-ისთან ინტერვიუში გრეემი.

გარეთ საუთგეითი ინგლისელი ფეხბურთელია, რომელმაც ნაკრების ფორმით 57 თამაში ჩაატარა. 1996 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში საუთგეიტმა პენალტი ვერ გაიტანა, რის გამოც მისი გუნდი ასპარეზობას გამოეთიშა. 2016 წელს საუთგეიტი ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გახდა, მისი ხელმძღვანელობით გუნდი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა.

კომენტარები