თეატრი

„Stop Russia”

დღეს, 16 ნოემბერს, 20:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტთან არსებული სახალხო თეატრის წარმოდგენის თბილისური პრემიერა გაიმართება, სახელწოდებით „Stop Russia”.

სპექტაკლის პრემიერა 17 ივნისს ლაგოდეხის თეატრში შედგა, „Stop Russia” ს.მთვარაძის პიესის - „სახსოვარი“- მიხედვით დაიდგა, რეჟისორი ლევან წიქვაძეა.

წარმოდგენაში მონაწილეობას კახის რაიონის, სოფელ ალიბეგლოს და ლაგოდეხის თეატრის მსახიობები იღებენ: ლაშა ანდრიშვილი, ლერი შიოშვილი, მადონა შუბითიძე, ლეინა არსენიძე და სანდრო გოგოსაშვილი.

 

 

კომენტარები