საქართველო NATO-ში

აპატურაი: საქართველომ და ნატო ერთმანეთს ხელი მჭიდროდ ჩამოართვეს

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ  კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა: ” დღევანდელი შეხვედრის შემდეგ შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველომ და ნატომ ერთმანეთს ხელი კიდევ უფრო მჭიდროდ ჩამოართვეს ”  მისივე  თქმით, ნატო აფასებს იმ რეფორმებს, რომელიც საქართველომ ბოლო პერიოდში განახორციელა.
"იმ რეფორმების დამსახურებით, რომელსაც საქართველო ატარებს, ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება შეუქცევადი პროცესია. ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. გვინდა მივულოცოთ საქართველოს, რადგან მან მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა, გასაკეთებელი კიდევ არის და ჩვენ ახლა კონკრეტულ სფეროებში უნდა ვიმუშაოთ", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

კომენტარები