პენსიები

1 სექტემბრიდან პენსიონერები დაზღვევის პაკეტს მიიღებენ

პენსიების ზრდის პოლიტიკა გრძელდება , მომავალი წლიდან პენსიები 140 ლარს მიაღწევს, რაშიც ჯანმრთელობის სადაზღვეო პაკეტიც შევა , ამის შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა შეხვედრაზე, რომელზეც პრემიერ-მინისტრისგან  და ჯან დაცვის მინისტრისგან მოისმინა ინფორმაცია  პენსიების ზრდის გრძელვადიანი პროგრამისა და ახალი სადაზღვევო პაკეტის დეტალების შესახებ.  როგორც პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განმარტა ეს იქნება დაახლოებით 15 ლარიანი პაკეტი და გაითვალისწინებს: ექიმთან უფასო კონსულტაციებს, გადაუდებელი ოპერაციების 80 პროცენტით დაფინანსებას, ასევე , ლიმიტირებული ოპერაციების დაფინანსებას - 15000 ლარამდე. გარდა ამისა, ქიმიო და სხივური თერაპიის  80 პროცენტით დაფინანსებას.  პაკეტში შევა მედიკამენტების  50 პროცენტით თანადაფინანსებაც   200 ლარიანი ლიმიტის ფარგლებში. სადაზღვევო პაკეტში შევა უფასო ანალიზებიც. პრემიერ-მინისტრის განცხადებით  პენსიონერების გარდა, მსგავსი ტიპის სადაზღვევო პაკეტებს 0 -დან 5 წლამდე ბავშვებიც მიიღებენ. 

კომენტარები