პენსიები

კოვზანაძე: კრიზისის მიუხედავად, 1 ივლისიდან 70 წელს ზემოთ პირთათვის პენსია 30 ლარით გაიზრდება

დიმა ჩიკვაიძე

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის მიუხედავათ მთავრობა გეგმას არ გადაუხვევს და 70 წელს ზემოთ პენსიონერებს 2020 წლის პირველი ივლისიდან პენსია გაეზრდებათ.

"მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, ჩვენ ძალაში ვტოვებთ დანაპირებს, რომ 30 ლარით გაიზრდება 1 ივლისიდან პენსიები 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის და იქნება 250 ლარი, მიუხედავდ იმისა, რომ ყოველდღიურად იგრძნობა ბიუჯეტში დანაკლისები", - ამბობს კოვზანაძე.

კოვზანაძემ პენსიების ინდექსაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ საკითხის განხილვას პარლამენტი უახლოეს დღეებში დაიწყებს.

მთავრობის გეგმის თანახმად, 2021 წლის პირველი იანვრიდან პენსიების ინდექსაცია უნდა შევიდეს ძალაში, რაც იმას გულისხმობს, რომ პენსიების ზრდა ყოველწლიურად იქნება მიბმული ინფლაციის მაჩვენებელთან. გარდა ამისა, 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის ამას დაემატება წლიური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის 80%-იც.

კომენტარები