თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა

არტისტერიუმი

თბილისის თანამედროვე ხელოვნების IV საერთაშორისო გამოფენა დაიწყო.
„არტისტერიუმი“ წარმოგიდგენთ თანამედროვე ხელოვნებისადმი მიძღვნილ მსხვილ საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც წარმოაჩენს საქართველოს მსოფლიოს თანამედროვე ხელოვნების რუკაზე.

ღონისძიების თემაა „თავისუფალი ვარდნა“ – „Free Fall”. ღონისძიებაში 80-ზე მეტი მხატვარი იღებს შემდეგი ქვეყნებიდან მონაწილეობას: საქართველო, თურქეთი, სომხეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, აშშ, უელსი/დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ნიდერლანდები, შვეიცარია, მექსიკა, ირანი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ბელორუსია, ლიტვა, გერმანია და ირლანდია.

10 დღის მანძილზე „არტისტერიუმი 2011“ საზოგადოებას, მონაწილეებს და სტუმრებს შეთავაზებს გამოფენებს, დისკუსიებს, პრეს-კონფერენციებს, მასტერკლასებს, კულტურულ შეხვედრებს.
„ატრისტერიუმი 2011“ 31 ოქტომბრიდან 10 ნომრამდე გაგრძელდება.

ღონისძიების პროგრამა:

31 ოქტომბერი, ორშაბათი
17:00 - აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, ცაბაძის 6
„გასახდელი/სამოსი“
ელიზაბეტ უაითი, ენ ელიზაბეტ მური, აშშ.
19:00 - ევროპის სახლი, თავისუფლების მოედანი 1
„განმეორებითი დისფუნქცია“, პოლონეთი

1 ნოემბერი, სამშაბათი
16:00 - გოეთეს ინსტიტუტი, ზანდუკელის 16
ტინო ზეგალი „ ეს სიტუაცია“, პერფორმანსი, გერმანია
18:30 - საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ეროვნული გალერეა, რუსთაველის 11
„ამერიკელი საქართველოში“ აშშ.
19:30 - საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ეროვნული გალერეა.
„თავისუფალი ვარდნა I”, დიტერ მაიერი, ტომას ჰამერლი, ანა როლდანი, სიტკი კოსემენი

2 ნოემბერი, ოთხშაბათი

17:00 - გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის მუზეუმი, გალერეა „41 გდარუსი“, ჭანტურიას 8
ჯუნიშირო იშიი, მასარუ ივაი, იაპონია.
19:00 - თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, დ. აბაშიძის 10
ფრანცისკა კოხი, ფრენსის ბელზერი, შვეიცარია.

3 ნოემბერი, ხუთშაბათი
17:00 - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, გრიბოედოვის 22
ანტონია დიუჰარსი, ლუის ვილიამსი. უელსი, დიდი ბრიტანეთი.
19:00 - გ. ლეონიძის სახ. თბილისის ლიტერატურული მუზეუმი
თურქული თანამედროვე ხელოვნება

4 ნოემბერი, პარასკევი
18:00 - თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის 8, ქარვასლა
„თავისუფალი ვარდნა II”, თავისუფალი ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა

5 ნოემბერი, შაბათი
17:00 - გ. ლეონიძის სახ. თბილისის ლიტერატურული მუზეუმი
„ქათმის ნამდვილი, ქართული კვერცხი“
სოფი ჰოფერი, მარიან ოპლიგერი, ბესა ქართლელიშვილი, პერფორმანსი, შვეიცარია/საქართველო

6 ნოემბერი, კვირა

17:00 - საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოს და ქორეოგრაფიის სახ. მუზეუმი, კარგარეთელის 6
კარლო კაჭარავა, საქართველო
19:00 - გალერეა „ნიუ არტი“, სილამაზის შესახვევი 14, ბეთლემის კლდის უბანი
ნინო ლომაძე, საქართველო

8 ნოემბერი, სამშაბათი
17:00 თბილისის ისტორიის მუზეუმი, ქარვასლა
ოლივიე დე საგაზანი „ტრანსფიგურაცია“, პერფორმანსი, საფრანგეთი
19:00 - გალა გალერეა, ათონელის 27
ოლეგ ტიმჩენკო „პრიალა“, საქართველო



კომენტარები