ივანიშვილი და მედია

ივანიშვილის პრესკონფერენცია 1 ნოემბერს პირდაპირ ეთერში გადაიცემა

 ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია პირდაპირ ეთერში 1 ნოემბერს 16:00 საათზე გაიმართება.  ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" ბიზნესმენის პრესსამდივნოზე დაყრდნობით იუწყება. პრესკონფერენცია  საზოგადოებრივი მაუწყებლის  ეთერით გადაიცემა.  შეთანხმება ამის შესახებ  მაუწყებლის გენერალურ დირექტორსა და ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს  შორის უკვე შედგა. ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნომ მიიღო გარანტია, რომ ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციის ტრანსლირება  30-40 წუთის განმავლობაში უწყვეტად მოხდება.

ბიძინა ივანიშვილის პრესმდივანმა ირაკლი ტრიპოლსკიმ  საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობისგან ასევე მიიღო გარანტია, რომ ანალოგიური განცხადება გავრცელდება  მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდანაც. ასევე, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს დაგეგმილი პრესკონფერენციის  ეთერში ანონსირება.

კომენტარები