სკანდალური საიტი Wikileaks ფინანსური სირთულეების გამო წყვეტს საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების გამოქვეყნებას. ფულადი გადარიცხვის სისტემებმა: Visa, MasterCard, Western Union და PayPal -მა უარი თქვეს საიტთან თანამშრომლობაზე და მის ანგარიშზე შემოწირულობების გადარიცხვაზე. ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე საიტის დამაარსებელმა ჯულიან ასანჟიმ განაცხადა, რომ საიტი Wikileaks დროებით წყვეტს სკანდალური მასალების გამოქვეყნებას. ასანჟიმ თქვა ისიც, რომ ფულადი გადარიცხვის სისტემების მიერ გამოცხადებულმა ბლოკადამ Wikileaks -ს რადენიმე ათეული მილიონი დოლარის ზიანი მოუტანა. საიტმა აქამდე აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის, 250 ათასი საიდუმლო დოკუმენტი გამოაქვეყნა.
tbl.ge/q25
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ასანჟის მამა მადლობას უხდის პუტინს, მისი შვილის მხარდაჭერისთვის
- Wikileaks-ის დამაარსებელი, ჯულიან ასანჟი საპროცესო გარიგებით გათავისუფლდა
- ასანჟის აშშ-ში დაუყოვნებლივი ექსტრადაცია არ მოხდება – ბრიტანეთის სასამართლო
- ავსტრალია WikiLeaks-ის დამფუძნებელ ჯულიან ასანჟის ექსტრადიციას ითხოვს
- ბრიტანეთის შს მინისტრმა ასანჟის ექსტრედაციის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება დაამტკიცა




