მიწისძვრა თურქეთში

საქართველო მწუხარებს გამოთქვამს თურქეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/turkey.png##fbimage#
 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით , თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა  შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. დაშავებულთა  შორის კი  რამდენიმე საქართველოს მოქალაქეა.

თურქეთის ჩრდილოეთში  გრძელდება სამაშველო სამუშაოები გუშინ მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რაიონებში. 7,3 მაგიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას,  ოფიციალური მონაცემებით  200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი 1000-ს აჭარბებს. ასობით ადამიანი ნანგრევებში მოყვა.  ამიტომ, ხელისუფლება შიშობს, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდება. დაზარალებულ რაიონებში  ჩადიან სამაშველო ჯგუფები სხვა და სხვა ქვეყნებიდან.  საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის თქმით, საქართველოს მთავრობამაც მიიღო გადაწყვეტილება მზადყოფნაში ჰყავდეს სამაშველო ჯგუფი.   ” ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობეთ  ჩვენს მეზობელს, რომ მზად ვარ დახმარების გაწევისთვის, თუმცა  თურქეთის მხარემ  აღნიშნა, რომ ამის საჭიროება ჯერჯერობით არ არის. საქართველოს  საგარეო უწყება მწუხარებას გამოთქვამს თურქეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.

კომენტარები