ივანიშვილი და მედია

ივანიშვილი პრესკონფერენციას გამართავს

 ბიძინა ივანიშვილი მზადაა, 27 ოქტომბრიდან ქართული მედიისთვის პრესკონფერენცია გამართოს. ის საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებას გამოეხმაურა. მაუწყებელმა რამდენიმე დღის წინ  განაცხადა, რომ მზადაა, პირდაპირ ეთერში გადასცეს ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია იმ პირობით, თუ მასზე შეკითხის  დასმის საშუალება ექნება მედიის ნებისმიერ წარმომადგენელს და ივანიშვილი არ იმოქმედებს შერჩევითობის პრინციპით.

მანამდე ივანიშვილის პრეს-სამდივნო განმარტავდა, თუ რომელიმე ნაციონალური მაუწყებელი უზრუნველყოფდა პირდაპირ ტრანსლაციას, ბიძინა ივანიშვილი მზად იქნებოდა, გაემართა პრეკსონფერენცია პრესსამდივნოს ოფისიდან და პასუხი გაეცა ჟურნალისტების შეკითხვებისთვის ნებისმიერ თემაზე.

ივანიშვილის პრეს-სამდივნო ტექნიკურ საკითხებსა და ჟურნალისტების აკრედიტაციაზე მოლაპარაკებას 24 ოქტომბრიდან აპირებს. მათ განცხადებაში საკონტაქტო ნომერიცაა მითითებული.

კომენტარები