ივანიშვილი და მედია

საზოგადოებრივი მაუწყებელი მზადაა, ივანიშვილის პრესკონფერენცია პირდაპირ ეთერში გადასცეს

საზოგადოებრივი მაუწყებელი მზადაა, პირდაპირ ეთერში გადასცეს ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია იმ პირობით, თუ მასზე შეკითხის  დასმის საშუალება ექნება მედიის ნებისმიერ წარმომადგენელს და ივანიშვილი არ იმოქმედებს შერჩევითობის პრინციპით. ამის შესახებ მაუწყებლის ვებ-გვერდზე განთავსებული განცხადება გვამცნობს. ამასთან, მაუწყებელი ძალაში ტოვებს წინა შეთავაზებას და კვლავ იწვევს ბიზნესმენს  არხის  პოლიტიკურ თოქ-შოუში მონაწილეობის მისაღებად, რაზეც ივანიშვილი უარს ამბობს.

აქამდე მაუწყებელი უარს ამბობდა, რომ ივანიშვილის პრესკონფერენცია პირდაპირ ეთერში გადაეცა. ივანიშვილის პრეს-სამდივნო 13 ოქტომბერს აცხადებდა, რომ თუ რომელიმე ნაციონალური მაუწყებელი უზრუნველყოფდა პირდაპირ ტრანსლაციას, ბიძინა ივანიშვილი მზად იქნებოდა, გაემართა პრეკსონფერენცია პრესსამდივნოს ოფისიდან და პასუხი გაეცა ჟურნალისტების შეკითხვებისთვის ნებისმიერ თემაზე.

 

კომენტარები