ირანის ბირთვული პროგრამა

ირანი ატომურ ბომბზე მუშაობს

 ატომური ენერგიის    საერთაშორისო სააგენტო  ფლობს მტკიცებულებებს და აპირებს  განაცხადოს ,  რომ ირანის ბირთული პროგრამა სამხედრო ხასიათს ატარებს. აღნიშნულის შესახებ     Le Figaroწერს.  მისი ინფორმაციით , ირანის ბირთულ პროგრამასთან დაკავშირებით  საერთაშორისო სააგენტო აქამდე  თავშეკავებულ პოზიციას ინარჩუნებდა, მაგრამ  ახლო მომავალში აპირებს  გააკეთოს მკაცრი განცხადება , რომ ირანი ატომურ ბომბზე  მუშაობს.  ირანის ბირთულ პროგრამასთან დაკავშირებით   სააგენტო  ანგარიშს ვენაში , 17 ნოემბრის    სხდომაზე წარმოადგენს.  Le Figaro აღნიშნავს, რომ   2009 წელს  ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის  პოსტიდან მოჰამედ ელ ბარადეის წასვლამ ხელ-ფეხი გაუხსნა   სააგენტოში პროფესიონალების მისვლას. Le Figaro-ს სტატიის თანახმად   ბარადეის მიმართ არსებობდა ეჭვი, რომ ის  ცდილობდა  ხელოვნურად შეემცირებინა ირანის ბირთული პროგრამის მასშტაბები  სააგენტოს ანგარიშებში.  ეგვიპტელი დიპლომატი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურიატი  მოჰამედ ელ- ბარადეი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 12 წელი ედგა სათავეში.


კომენტარები