ივანიშვილი და მედია

საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიძინა ივანიშვილს ეხმაურება

 საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ეთერს მაუწყებელში არსებული თოქ-შოუების ფარგლებში სთავაზობს. როგორც `ინტერპრესნიუსს~ მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ხათუნა ბერძენიშვილმა, განუცხადა,  ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრას პრესსამდივნოში პირდაპირ ეთერს არ დაუთმობენ. მაუწყებლის გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ, მათი ცნობით, ივანიშვილი უარს ამბობს ეთერში მისვლაზე და ბრიფინგების გამართვას საკუთარ პრესსამდივნოში აპირებს. მაუწყებელი დაესწრება და გააშუქებს მის ყველა პრესკონფერენციას. დღეს ივანიშვილის პრესსამდივნომ შემდეგი განცხადება გაავრცელა: `ცნობილი პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, საზოგადოების ინტერესი ბიძინა ივანიშვილის მიმართ განუზომლად გაიზარდა. თუ რომელიმე ეროვნული მაუწყებელი (საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი) უზრუნველყოფს პირდაპირი ეთერის ტრანსლირებას, 14 ოქტომბრიდან, როგორც ეს გაცხადებული იყო, ბიძინა ივანიშვილი მზად არის, პრესსამდივნოს ოფისიდან ქართული მედიისთვის (ელექტრონული, ბეჭდვითი) გამართოს პრესკონფერენცია. იგი მზად არის, პასუხი გასცეს ჟურნალისტების შეკითხვებს ნებისმიერ თემაზე.

კომენტარები