მეორე მსოფლიო ომი

ჩაძირული გემები

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/sinkship.png##fbimage#
 ამერიკულმა სამაშველო კომპანიამ ატლანტის ოკეანეში პირველი მსოფლიო ომის დროს ჩაძირული გემი მანტოლა აღმოაჩინა. გემი 17 ტონამდე ვერცხლით იყო დატვირთული, რომლის დღევანდელი საბაზრო ღირებულება 19  მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.  სამაშველო კომპანია Odyssey Marine Exploration Inc-ის განცხადებით გემი ატლანტის ოკეანეში ორნახევარი კილომეტრის სიღრმეზე იქნა აღმოჩენილი. მანტოლა  1917 წლის 9 თებერვალს  გერმანული წყალქვეშა გემის დაბომბვის შედეგად ჩაიძირა. ცოტა ხნით ადრე, Odyssey-მ გერმანული წყალქვეშა ნავის მიერ ჩაძირული კიდევ ერთი გემი SS Gairsoppa აღმოაჩინა.  ვარაუდობენ რომ მასზე  198 ტონამდე ვერცხლია, რომელიც არის ყველაზე დიდი რაოდენობის მეტალი, რაც კი აქამდე ზღვაში აღმოუჩენიათ.

ბრიტანეთის მთავრობამ სამაშველო კომპანია Odyssey ორივე აღმოჩენისთვის დააჯილდოვა. 

კომენტარები