სახელმწიფო ქონება

სახელწიფო საწარმოების აქციები საერთაშორისო ბირჟებზე გაიყიდება

საქართველოს პარლამენტმა დღეს საბოლოო მოსმენით დაამტკიცა  ცვლილებები კანონში სახელმწიფო ქონების შესახებ, რომლებიც მთავრობას სახელმწიფოს ხელში არსებული საწარმოების აქციების საერთაშორისო ბირჟებზე გასხვისების საშუალებას სძლევს. პარლამენტის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ წილებისა და აქციების პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს როგორც აუქციონის და პირდაპირი მიყიდვის, ასევე, გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით ან უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო ვაჭრობის ფორმით.

უმრავლესობამ სხდომაზე არ გაიზიარა ოპოზიციის შენიშვნები და პროექტში არ გაითვალისწინა იმის გარანტირება, რომ არ მოხდება სტრატეგიული ობიექტების საკონტროლო პაკეტების პრივატიზება. ასეთი შეზღუდვა მხოლოდ  ნავთობის და გაზის ეროვნულ კომპანიას აქვს დაწესებული, რომლის აქციათა 75 პროცენტი სახელმწიფო საკუთრებაში უნდა დარჩეს. თუმცა, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ამ შეზღუდვის 50 პროცენტამდე დაყვანა არის დაგეგნილი.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანიის აქციების 24%-ის საერთაშორისო ბირჟებზე გაყიდვას გეგმავს.

საპარლამენტო კომიტეტებში სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში ცვლილებების განხილვის დროს უმრავლესობის წევრებმა ოპოზიციას მხოლოდ სიტყვიერი პირობა მისცეს, რომ ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების საკონტროლო პაკეტები არ გასხვისდება. 

კომენტარები