სავაჭრო ქსელები

სუპერმარკეტი გუდვილი ხარისხის საერთაშორისო კონვენციის პრემიით დაჯილდოვდა

ხარისხის საერთაშორისო კონვენციამ “გუდვილს” საუკეთესო ხარისხისთვის ოქროს ვარსკვლავის ტიტული მიანიჭა.  ხარისხის საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 48 ქვეყნის საუკეთესო კომპანიები იყო წარდგენილი. საუკეთესო ხარისხისა და სერვისის მიწოდებისთვის საქართველოდან მხოლოდ კომპანია “გუდვილი”  დასახელდა. ეს ჯილდო “გუდვილისთვის” მესამე საერთაშორისო აღიარებაა. “ოქროს ვარსკვლავამდე” სუპერმარკეტების ქსელი ორჯერ წარადგინეს ევროპის ბიზნეს დაჯილდოებაზე.

ხარისხის საერთაშორისო პრემია B.I.D ევროპაში 1975 წლიდან გაიცემა. ინოვაციების, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებისა და ადამიანური რესურსების სწორად წარმართვისთვის სხვადასხვა დროს აღნიშნული ჯილდო მიღებული აქვთ: “Walmart,-USA, Ansaldo Energia-Italy, Turner Construction-U.S,“ Als &Cachou-France”. 

კომენტარები