საზოგადოებრივი აზრის კვლევა

NDI-ს გამოკითხვა ბოლო დროის აქტუალურ საკითხებზე

NDI-იმ საზოგადოება ბოლო პერიოდის ყველაზე რეზონანსულ მოვლენებზეც გამოკითხა.  გამოკითხულთა 47%-ს არ სმენია რელიგიური გაერთიანებებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე. მათგან კი, ვინც ინფორმირებულია (48%), 69% ეწინააღმდეგება ცვლილებას. მათ უმეტესობას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება ნაჩქარევად მიიღეს და სჯობდა გამართულიყო კონსულტაციები საზოგადოებასთან და საპატრიარქოსთან. გამოკითხულთა 26% მხარს უჭერს საკანონმდებლო ცვლილებას. მოსახლეობას ჰკითხეს მაისის საპროტესტო აქციების შესახებაც. 77%-ის აზრით, აქციის მიზანი მიხეილ სააკაშვილის გადაყენება იყო. ასევე უმრავლესობა (60%) მიიჩნევს, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ მათ უნდა დაეტოვებინათ ტერიტორია. 41% (33%-ის საპირისპიროდ) კი თვლის, რომ მთავრობას ჰქონდა მათ დასაშლელად ძალის გამოყენების უფლება. 30%-ს აზრით,  მთავრობამ ადეკვატური ძალა გამოიყენა. 39% კი მიიჩნევს, რომ მან უფლებამოსილებას გადააჭარბა.

 ვის ეკისრება უმთავრესი პასუხისმგებლობა 26 მაისი ძალადობაზე? ამ შეკითხვაზე საპასუხოდ  34% ნინო ბურჯანაძეს ასახელებს, 31% კი მიიჩნევს, რომ ყველა ერთნაირადაა პასუხისმგებელი. გამოკითხულთა დიდი ნაწილი თვლის, რომ ვინცაა პასუხისმგებელი ძალის გადამეტებით გამოყენებაზე, უნდა გასამართლდნენ.

რობერტ სტურუას  რუსთაველის  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან  გათავისუფლების შესახებ სმენია 51%-სს. მათგან 33% თვლის, რომ ის პოლიტიკური შეხედულებების გამო დაითხოვეს. 21% კი მიიჩნევს, რომ ეს  ქსენოფობიური განცხადებების გამო მოხდა. ამ 51%-ის მხოლოდ 14%  იწონებს სტურუას ქსენოფობიური განცხადებების ნიადაგზე გათავისუფლებას. მომავალში ეს მიდგომა (სტანდარტი) ხელისუფლების ყველა წარმომადგენელზე უნდა გავრცელდეს? ამ შეკითხვას გამოკითხულთა  44%-მა უარყოფითი პასუხი გასცა.

რესპონდენტებს პარლამენტის ქუთაისში გადატანაზეც ჰკითხეს, რასაც 51% ემხრობა. მათი 64% თვლის, ეს სიახლე  ქუთაისზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს.

კომენტარები