NATO და საქართველო

ნატოში აშშ -ს დელეგაციის ხელმძღვანელი მხარს უჭერს საქართველოსთვის map-ის მინიჭებას

ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში აშშ-ს დელეგაციის ხელმძღვანელი მაიკლ  ტერნერი  მხარს უჭერს საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (map) მინიჭებას. მისი  აზრით საქართველომ ერაყისა და ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციებში აქტიური მონაწილეობით დაამტკიცა, რომ სანდო   მოკავშირეა. „ ნატოს გაფართოება არ შეიცავს რომელიმე ქვეყნისთვის საფრთხეს, პირიქით   ის აძლიერებს უსაფრთხოებას და სტაბილურობას მთელს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში. მე მხარს ვუჭერ  წევრობის ერთიან სამოქმედო გეგმას საქართველოსთვის-  ჩიკაგოში ნატოს 2012  წლის სამიტზე.“ - განაცხადა ნატოში აშშ-ს დელეგაციის   ხელმღვანელმა. 

აღსანიშნავია, რომ ახლახან,   ნატოს  ჩიკაგოს სამიტზე საქართველოს შანსებს  აშშ-ს ახალი თავდაცვის მდივანი  ლეონ პანეტაც   შეეხო . ბრიუსელში გამართულ პრესკონეფერნციაზე  ერთ-ერთ შეკითხვაზე საპასუხოდ მან  თქვა :“ ცხადია, რომ ეს გადაწყვეტილება ნატოს წევრების მისაღებია. ცხადია ისიც, რომ ჩიკაგოს სამიტზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობა მოგვიწევს. ეს არის ვითარება ავღანეთში და განსაზღვრა იმისა, რა სახით ვიქნებით იქ წარმოდგენილი 2014 წლის შემდეგ; ეს არის ლიბიასთან დაკავშირებული საკითხები... მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ საქართველო განაცხადს შეიტანს, ნატო მას სამართლიანად მოეკიდება.“

რაც შეეხება ნატოში აშშ-ს დელეგაციის ხელმძვანელს მაკლ  ტერნერს. გავრცელებული  ცნობებით საქართველოსთვის ნატოს სამოქმედო გეგმის მინიჭებათან დაკავშირებით  მხარდაჭერის გარდა,   მან  აღნიშნა, რომ აშშ სენატმა დაიწყო რეზოლუციის განხილვა, რომელიც საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ეხება . ტერნერმა  მოუწოდა ნატოს წვერ ქვეყნებს მიბაძონ აშშ-ს მაგალითს და ხელი  შეუწყონ საქართველოსთან სავაჭრო კავშირების გამყარებასაც.

 

კომენტარები