რუსული ოპოზიცია

გარი კასპაროვი თბილისშია

რუსი ოპოზიციონერი გარი კასპაროვი თბილისშია. ცნობილი მოჭადრაკე  რუსეთში დემოკრატიული ოპოზიციის ერთ-ერთ  ლიდერად მიიჩნევა, ის აქტიურად უპირისპირდება  პუტინის ხელისუფლებას.  გარი კასპაროვი დღეს შეხვედრებს მართავს  საქართველოს პარლამენტში . იქვე შედგება მისი  პროექტის პრეზენტაცია, რაც საჯარო სკოლებში  ჭადრაკის სწავლებას ითვალისწინებს.   

გარი კასპაროვი წელს თბილისში უკვე მეორედ   ჩამოვიდა.  წინა ვიზიტისას მან  თბილისში სტუდენტებისთვის ჩაატარა  ლექციები  21 საუკუნის გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე.

კომენტარები