უკრაინის მთავრობა

უკრაინა გეგმავს რეფორმებს საქართველოს მაგალითზე

რეფორმირების ქართული გამოცდილება იქნება სახელმძღვანელო უკრაინის მთავრობისთვის, ამის შესახებ უკრაინის პრემიერ- მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა ბლოგერებთან შეხვედრაზე განაცხადა  იუწყება УКРИНФОРМ. ”ბვერი რამე რაც იქ (საქართველოში) კეთდება ჩვენთვის სახელმძღვანელოა, მაგრამ, ვიმეორებ რეფორმებისთვის დროა საჭირო”- განაცხადა აზაროვმა. მისი თქმით, უკრაინა აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან  და ეცნობა რეფორმების სფეროში მის გამოცდილებას. ამისთვის საქართველოში ვიცე-პრემიერი ტიგიპკო იყო ჩასული.  რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით უკრაინის გეგმებზე საუბრისას აზაროვმა  ხაზი გაუსვა , რომ ქვეყნების მასშტაბების გათვალისწინებით  უკრაინაში გაცილებით რთულია რეფორმების წარმატებით განხორციელება, ვიდრე საქართველოში. მაგალითად უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ( უკრაინის  სიდიდიდან გამომდინარე)  ვერავინ მისცემს  საჭირო გრანტს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებისთვის.  

კომენტარები