უკრაინის მთავრობა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებები იგეგმება – UKRAYINSKA PRAVDA

უკრაინული მედიის, Ukrayinska Pravda-ს ინფორმაციით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებები იგეგმება. 

როგორც უცნობი წყარო Ukrayinska Pravda-ს ატყობინებს, პრეზიდენტის გუნდი დიდი ხანია მსჯელობს ომის მდგომარეობაში კონკრეტული სამინისტროების საჭიროებასთან დაკავშირებით და მათ გაუქმებას, ან გაერთიანებას განიხილავს. მისივე ცნობით, აღნიშნული ცვლილებები პირველ რიგში უკრაინის ენერგეტიკის, სპორტისა და მრეწველობის  მინისტრებს შეეხებათ. 

Ukrayinska Pravda-ს წყაროს ინფორმაციით, უკრაინის რადას დეპუტატებს განათლების მინისტრისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციებზეც სურთ ცვლილებები, თუმცა ამ დროისთვის მთავრობა ამ მიმართულებით ნაბიჯების გადაგმას არ აპირებს. საბოლოო გადაწყვეტილებას მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი იღებენ.

კომენტარები