ბალტიისპირეთი

ლიტვა რუსეთს სთხოვს კომპენსაციას საბჭოთა ოკუპაციისთვის

 რუსეთის და ლიტვის სამათავრობაშორისო კომისიის სხდომაზე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აუდრონიუს აჟუბალისმა რუსეთის და ლიტვის ურთიერთობას დინამიური და პრაგმატული უწოდა, თუმცა მოუწოდა რუსეთს დაიწყოს ლიტვის საბჭოთა ოკუპაციისთვის კომპენსაციის საკითხის განხილვა. რუსეთი კი უარყოფს, რომ 1940 წელს საბჭოთა კავშირმა ბალტიისპირა სახელმწიფოების ოკუპაცია -ანექსია მოახდინა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 1940 წლის მოვლენებს ვერ ეწოდება ოკუპაცია, რადგან ბალტიისპირა სახელმწიფოებსა და საბჭოთა კავშირს შორის არ მიმდინარეობდა სამხედრო მოქმედებები და საბჭოთა ჯარები ბალტიისპირეთში ამ ქვეყნების მაშინდელ მთავრობებთან შეთანხმებით შევიდნენ.

მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირმა რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის შესაბამისად მოახდინა ბალტიის რესპუბლიკების ოკუპირება და ანექსია, 1940 წლის 23 ივლისს აშშ ხელისუფლებამ სიმპსონის დოქტრინა განავრცო ბალტიის რესპუბლიკებზე: „ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის საბჭოთა ანექსიისა და სსრკ-ში ჩართვის არ ცნობით“.1989 წლის 2 დეკემბერს კუნძულ მალტასთან სსრკ პრეზიდენტის მ.გორბაჩოვისა და აშშ პრეზიდენტის ჯ.ბუშის შეხვედრაზე მოხდა შეთანხმება ცივი ომისაგან გამომდინარე წინააღმდეგობების მოწესრიგებაზე ( იგულისხმებოდა ბალტიის რესპუბლიკების სსრკ მიერ ოკუპაცია და ანექსიაც). მალტის შეხვედრიდან სამი კვირის შემდეგ საბჭოთა კავშირის უზენაესმა საბჭომ უკანონოდ სცნო ბალტიის რეპუბლიკების – ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის ოკუპაცია და ანექსია საბჭოთა კავშირის მიერ .

კომენტარები