ესპანეთის ყველაზე პოპულარულმა სპორტულმა გაზეთმა მარკამ 2010-11 წლების სეზონის გამორჩეული ფეხბურთელები დააჯილდოვა.
პრიმერადივიზიონის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი ალფრედო დი სტეფანოს სახელობის ჯილდო ზედიზედ მესამედ მოიპოვა ბარსელონას არგენტინელმა ლიდერმა ლეო მესიმ. მან მადრიდის რეალის პორტუგალიელ გოლეადორ კრიშტიანუ რონალდუს და თანაკლუბელ ხავის აჯობა. საინტერესოა, რომ შარშან ხავი მეორე იყო, რონალდუ - მესამე.
პიჩიჩის თასი - ლიგის საუკეთესო გოლეადორისთვის განკუთვნილი პრიზი - კრიშტიანუ რონალდუმ მოიგო. 2010-11 წლების სეზონში რეალის ბომბარდირმა 41 გოლი გაიტანა! ესპანეთის ჩემპიონატების ისტორიაში ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სეზონში 40-ზე მეტი გოლი შეაგდო.
ტელმო სარას სახელობის ჯილდო - ყველაზე შედეგიანი ესპანელი მოთამაშე - სევილიას თავდამსხმელმა ალვარო ნეგრედომ მოიპოვა. გასულ სეზონში მან ლა ლიგაში 20 გოლი გაიტანა.
რიკარდო ზამორას სახელობის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარისთვის განკუთვნილი პრიზი ზედიზედ მესამედ, ისე კი მეოთხედ მოიგო ბარსელონას კარის დარაჯმა ვიქტორ ვალდესმა. ახლა მას მხოლოდ ერთი ტიტული აშორებს რეკორდსმენ ანტონი რამალიეტსთან.
მიგელ მუნიოსის სახელობის თასით სეზონის საუკეთესო მწვრთნელი ჟოზე მოურინიუ დაჯილდოვდა.