ეკონომიკა 2011

საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ 182.042 მილიონი ლარი შეადგინა

საქართველო ეროვნული ბანკის ინფორმაციით 2011 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) წინა თვესთან შედარებით 370.2 მლნ ლარით, ანუ 3.3 პროცენტით გაიზარდა და11.6  მილიარდი ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 1.9 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 16.4 პროცენტია. ივლისის თვის მსგავსად საბანკო სექტორმა აგვისტოც, მოგებით დაამთავრა. თვის შედეგებით წმინდა მოგებამ  29.3 მლნ ლარი შეადგინა. 2011 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს საბანკო ბაზარზე 19 კომერციული ბანკი ოპერირებს. 2011 წლის იანვარ-აგვისტოში 16-მა მათგანმა მოგებით დაასრულა და საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ 182.042 მილიონი ლარი შეადგინა.

კომენტარები